როგორ მოვამზადოთ ეფექტური პრეზენტაცია?

  • წინასწარ განსაზღვრეთ პრეზენტაციის მიზანი (რას ემსახურება) და მისი მიზნობრივი ჯგუფი (ვის წინაშე აკეთებთ პრეზენტაციას);
  • დაფიქრდით, რა შეიძლება იცოდეს მსმენელმა აღნიშნული თემის შესახებ;
  • წინასწარ განსაზღვრეთ, რა გზავნილის მიტანას ცდილობთ მსმენელამდე;
  • შეარჩიეთ, არაუმეტეს, სამი ძირითადი საკითხისა;
  • ფურცელზე ან ეკრანზე პრეზენტაციისას, შეეცადეთ, არ გადატვირთოთ კადრი ტექსტითა და ციფრებით;.
  • ტექსტი უნდა იყოს ლაკონური; მეტი თვალსაჩინოებისათვის, ციფრები, უმჯობესია, შეიცვალოს დიაგრამებით;
  • წარმოჩენილი მასალა უნდა იკითხებოდეს შორიდან;
  • თუ აპირებთ, გამოიყენოთ კომპიუტერი და პროექტორი, მაინც მოამზადეთ სათადარიგო პრეზენტაცია მათ გარეშე, რათა ელექტროენერგიის გათიშვამ ან ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლამ არ დაგაზარალოთ; 
  • მოამზადეთ დამატებითი მასალა მსმენელთათვის დასარიგებლად. ეს უნდა იყოს ინფორმაცია, რომლის ზეპირად დამახსოვრებაც მსმენელისთვის ძნელი, მაგრამ სასარგებლოა. კარგია, როცა ასეთი მასალა გათვლილია ყველა მსმენელზე;
  • წინასწარ გაიარეთ პრეზენტაციის რეპეტიცია;
  • უშუალოდ პრეზენტაციის დაწყებამდე ერთი ან ნახევარი საათით ადრე შეამოწმეთ, რამდენად გამართულად მუშაობს ტექნიკა.წინასწარ გაიარეთ პრეზენტაციის რეპეტიცია.

 

გვერდის ვიზუალი