სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა (დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა შეხვედრისათვის სივრცისა და ტექნიკის გამოყოფა)

  • შეხვედრის ორგანიზატორებმა უნდა ითანამშრომლონ სკოლის ადმინისტრაციასთან. მათი ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სამოქალაქო კლუბის წარმატებული მუშაობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია;
  • შეხვედრის ორგანიზატორები უნდა შეუთანხმდნენ სკოლის ადმინისტრაციას, შეხვედრის მოსაწყობად სივრცის (სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი და ა.შ.) გამოყოფისა და ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ფოტოაპარატი) გამოყენების  შესახებ, თუმცა მინიმალური რესურსებითაც (საკლასო ოთახი, ფურცელი, საწერკალამი) შესაძლებელია მსგავსი შეხვედრის ორგანიზება.
  • კლუბის მეურვე აქტიურად მონაწილეობს ლიდერის არჩევის პროცესში. იგი აძლევს ინსტრუქციებს კლუბის წევრებს, უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვას, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება ლიდერობის კანდიდატებს სამოტივაციო წერილის მომზადებაში, საარჩევნო კომისიას ­ არჩევნების ორგანიზებაში. კონკრეტულ რჩევებს აძლევს კლუბის წევრებს, რა კრიტერიუმებით (აქტიური, ინიციატივის მქონე,  საქმიანი, სანდო, მიზანდასახული, შეუძლია თანამშრომლობა და ა.შ.) უნდა იქნეს არჩეული ლიდერი.

 

გვერდის ვიზუალი