საჭირო მასალების (განცხადება, პრეზენტაცია, ანკეტა, სარეგისტრაციო ფორმა, დღის წესრიგი, ტექნიკა და ა. შ.) მომზადება

  • უნდა მომზადდეს შეხვედრის დღის წესრიგი (გაკვეთილი 1, დღის წესრიგი), შეხვედრის მიზნის შესაბამისად. დღის წესრიგი ასახავს შეხვედრის შინაარსს, ფორმატს, საჭირო დროს.
  • უნდა მომზადეს საინფორმაციო შეხვედრაზე გასავრცელებელი ინფორმაცია (ფლაერი) და სხვა ბეჭდური მასალა (სარეგისტრაციო ფორმა, დღის წესრიგი, კლუბის წევრობის ანკეტა); უნდა ჩამოყალიბდეს ინფორმაციის მიწოდების ხერხები და გზები ­ პრეზენტაცია, ლექციური ჩართვა, მიმართვა. მასალები ისე უნდა მომზადდეს, რომ დამსწრე აუდიტორია დაინტერესდეს მიწოდებული ინფორმაციით;
  • უნდა დაიგეგმოს, რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო შეხვედრის ორგანიზებისათვის (კომპიუტერი, პრინტერი, პროექტორი, მიკროფონი, ფოტოაპარატი და ა.შ.);
  • ტექნიკური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, წინასწარ უნდა შემოწმდეს მათი გამართულობა.

 

გვერდის ვიზუალი