როგორ მოვაწყოთ სამოქალაქო კლუბის ოთახი, სამუშაო სივრცე; როგორ მოვახდინოთ საჭირო რესურსების მობილიზება

  • სამოქალაქო კლუბის წარმატებული ფუნქციონირებისათვის კლუბის წევრებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო ოთახი, სივრცე ან კუთხე სკოლაში, რათა მათ შეძლონ შეკრება, შეხვედრების ორგანიზება და სამუშაო მასალების შენახვა;
  • კლუბის ლიდერმა, კლუბის წევრების სახელით, უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას, რათა მან გამოყოს სამოქალაქო კლუბისათვის სივრცე (ოთახი ან კუთხე), შესაბამისი ინვენტარით (მაგიდა, სკამები, მერხები, კარადა, თარო), სადაც 10–30 მოსწავლეს ექნება ერთდროულად შეკრების შესაძლებლობა. კარგია, თუ სკოლის ადმინისტრაცია სამოქალაქო კლუბისთვის გამოყოფს ტექნიკასა (კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა) და საკანცელარიო ნივთებს (ფლიპჩარტი, მარკერები, ფურცლები, ამკინძავი და ა.შ.).
  • სამოქალაქო კლუბის ოთახის კარზე უნდა უნდა განთავსდეს აბრა, კლუბის სახელითა  და ლოგოთი;
  • უნდა მომზადდეს სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ამსახველი ფოტორეპორტაჟები, განცხადებები და გაიკრას კლუბის მიმდებარე  ტერიტორიაზე.