შეხვედრის ორგანიზატორებს შორის ფუნქციების გადანაწილება
- აუცილებელია, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა ფუნქციები გადაინაწილონ (ინფორმაციის გავრცელება, შეხვედრის ადგილის შერჩევა და დროის განსაზღვრა, ტექნიკური უზრუნველყოფა, მასალების მომზადება, სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა, შეხვედრის წარმართვა, პრეზენტაცია და ა.შ.).
- უნდა განისაზღვროს სამიზნე აუდიტორია, ვისთვისაა განკუთვნილი პირველი შეხვედრა.
შეხვედრის დროისა და ადგილის შერჩევა
- შეხვედრის მოსაწყობად უნდა შეირჩეს შესაბამისი ადგილი (სკოლის სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი), სადაც მონაწილეები თავისუფლად განთავსდებიან;
- შეხვედრისათვის უნდა შეირჩეს ოპტიმალური დრო. შეხვედრა არ უნდა ჩატარდეს საგაკვეთილო საათებში, იგი უნდა მოეწყოს გაკვეთილების შემდეგ, ასევე, უმჯობესია, შეხვედრის თარიღი და დაწყების დრო არ ემთხვეოდეს სკოლაში სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელზეც პირველი შეხვედრის პოტენციურ მონაწილეთა დასწრება აუცილებელია;
- სწორად უნდა განისაზღვროს შეხვედრის ხანგრძლივობა. უმჯობესია, მონაწილეები პირველ შეხვედრაზე ძალიან არ გადაიტვირთონ. პრეზენტაციისათვის უნდა გამოიყოს 10-15 წუთი, კითხვა–პასუხისათვის – 15-20 წუთი, მონაწილეთა რეგისტრაციისათვის – 5-10 წუთი.