პრეზენტაციის მომზადებისთვის გამოსადეგი ელექტრონული რესურსები

თქვენი პრეზენტაცია იქნება უფრო საინტერესო და ეფექტური, თუ შესრულებული საქმიანობის წარდგენისას ელექტრონულ რესურსებს მიმართავთ.

პრეზენტაციების მომზადებისას ძალიან ხშირად მიმართავენ Microsoft Office PowerPoint-ის პროგრამას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საპრეზენტაციო საშუალებაა. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოამზადოთ პრეზენტაცია ამ პროგრამის დახმარებით:

პროექტის პრეზენტაციას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის საინტერესო ფოტომასალა, რომელიც თქვენს საქმიანობას ასახავს. იმისათვის, რომ ეს ფოტომასალა საინტერესო ფორმით წარუდგინოთ საზოგადოებას, მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი საქმიანობის ამსახველი სურათების ვებალბომი:

იმისათვის, რომ თქვენი პრეზენტაცია ცოცხალი, ხალისიანი და მრავალფეროვანი გამოვიდეს, შესაძლოა მიმართოთ ანიმაციებით, მულტიპლიკაციებით გამდიდრებულ საშუალებებს. ონლაინ სერვისი  powtoon.com  დაგეხმარებათ, მოკლე დროში, მარტივად შექმნათ უნიკალური ფლეშ-მულტიპლიკაციური პრეზენტაციები:          

ვიდეოფაილების წარმოდგენა განსაკუთრებულ ინტერესსა და ხიბლს შესძენს თქვენს პრეზენტაციას. მოცემულ ბმულზე გაეცნობით რეკომენდაციებს, როგორ უნდა შექმნათ ვიდეოფაილები ვებპროგრამა animoto-ს დახმარებით:

 

გვერდის ვიზუალი