მზადება პრეზენტაციისათვის

შესრულებული საქმიანობის ამსახველი მასალის თავმოყრა და მისი სათანადო ანალიზი მნიშვნელოვანი საფუძველია საინტერესო პრეზენტაციისათვის. თქვენ მზად ხართ, წარუდგინოთ თქვენი პროექტის შედეგები საზოგადოებას! გააცნოთ, რა გააკეთეთ, რის მიღწევას ცდილობდით და მიიღეთ თუ არა შედეგად ის, რაც დაგეგმილი გქონდათ. თქვენი პროექტის წარდგენა რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და საინტერესო იყოს, აუცილებელია, გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • როგორც აქტივობებისა და ღონისძიებების შესრულებისას, აქაც უნდა გაინაწილოთ როლები;
  • შერჩეულმა სპიკერებმა/მოსაუბრეებმა მაქსიმალურად საინტერესოდ და ამომწურავად, მრავალფეროვანი საშუალებებით უნდა წარმოადგინონ, რა გაკეთდა;
  • შესრულებული სამუშაო უნდა წარმოადგინოთ როგორც ვიზუალური, ზეპირი, სხვადასხვა შემოქმედებითი ფორმით, ასევე, შესაძლოა, მოიწვიოთ სტუმარიც;
  • სასურველია, წარდგენის პროცესში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, რათა კიდევ ერთხელ გამოიკვეთოს, რომ წარადგენთ მთლიან, საკლასო პროდუქტს;
  • როლების გადანაწილებისა და პრეზენტაციის დაგეგმვის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიუბრუნდით თქვენს პორტფოლიოს, მოაწესრიგეთ მასალა, კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი სათქმელი;

 

გვერდის ვიზუალი