ადგილი, დრო და აუდიტორია

  • სასურველია, შეარჩიოთ ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენი პროექტის მიზანს, ამით კიდევ ერთხელ გამოკვეთთ თქვენი პროექტის საჭიროებას (მაგალითად, შეიძლება პრეზენტაცია გამართოთ სკვერში, რომელიც დაასუფთავეთ);
  • ისევე, როგორც ადგილი, სასურველია, პრეზენტაციის დროც შინაარსის მიხედვით შეარჩიოთ -პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაუკავშიროთ რომელიმე საერთაშორისო თარიღს;
  • აუცილებელია, წინასწარ დაგეგმოთ, ვინ უნდა ესწრებოდეს პროექტის წარდგენას;
  • სასურველია, აუდიტორია მოიცავდეს პროექტში ჩართულ ყველა მხარეს, ისევე როგორც პროექტის საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს;
  • მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ აუდიტორიას, მოამზადეთ მოსაწვევები და მოიწვიეთ სტუმრები, გააკეთეთ აფიშები და გაგზავნეთ ელექტრონული შეტყობინებები;
  • სასურველია, მოამზადოთ მოკლე საინფორმაციო აღწერილობა პროექტის შესახებ  და მოიწვიოთ მედიის წარმომადგენლები, რათა გაშუქდეს თქვენი საქმიანობა;
  • თავად პრეზენტაცია არ  უნდა იყოს გრძელი, დატვირთული და მოსაწყენი.

 

გვერდის ვიზუალი