გარემოსდაცვით პრობლემებზე გაეცანით კონვენციას გარემოსდაცვით საკითხებზე. მასში მითითებულია: „აცნობიერებენ რა, რომ გარემოს ადეკვატური დაცვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის კეთილდღეობისათვის და მისი უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების დაცვისათვის. აღიარებენ აგრეთვე რა, რომ ყოველ ადამიანს აქვს მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაბამის გარემოში სიცოცხლის უფლება, აგრეთვე ყოველ მოქალაქეს გააჩნია მოვალეობა, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად დაიცვას და გაააუმჯობესოს გარემო ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ“.
საკლასო პროექტის მომზადების ეტაპზე, უნდა გაარკვიოთ, თუ ვის შეიძლება მიმართოთ დახმარებისთვის. სახელმწიფო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და/ან კერძო სექტორს. მაგალითად, რეკრეაციულ ზონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე შესაძლებელია მიმართოთ ადგილობრივ თვითმმართველობას.