მატერიალური რესურსები

თქვენ უკვე დაგეგმეთ, რა ღონისძიებები/აქტივობებია საჭირო პროექტის განსახორციელებლად, თუმცა თითოეული აქტივობისათვის საჭიროა გარკვეული რესურსი - როგორც მატერიალური, ასევე, ადამიანური. მნიშვნელოვანია, დეტალურად  განსაზღვროთ, რა მატერიალური რესურსი გჭირდებათ მიზნის მისაღწევად.

შესაძლოა, ამა თუ იმ ამოცანის შესრულებისას, თანამშრომლობა გაგიწიოთ თვითმმართველობამ, სკოლის დირექციამ ან მშობლებმა და აღარ დაგჭირდეთ ფულადი სახსრები. მაგრამ, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს გარკვეული თანხების მოძიება. ამიტომ, პროექტზე მუშაობისას, მნიშვნელოვანი საფეხურია თითოეული ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დადგენა.

თქვენ უნდა განსაზღვროთ, რა რესურსი და ხარჯები დაგჭირდებათ თითოეული აქტივობის შესრულებისას, რომელთა დაჯამების შედეგადაც მიიღებთ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტს. 

იხილეთ ცხრილი

 

გვერდის ვიზუალი