ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა მოიძიოთ კანონები, რომლებიც არეგულირებენ თქვენ მიერ შერჩეულ საკითხს, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო (დეკლარაციების, კონვენციების) დონეზე. გაარკვიეთ, რა კონკრეტული პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ხელისუფლებას თქვენ მიერ გამოვლენილი პრობლემის მოგვარების მიმართულებით? მაგალითად, გარემოს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით, მოიძიეთ „საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ“. გააანალიზეთ მიყენებული ზიანი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ჩამოწერეთ ადამიანის ის უფლებები, რომლებიც ირღვევა.