საარჩევნო ყუთების გახსნა, ხმების დათვლა, შედეგების შეჯამება, ოქმის შევსება და შედეგების გამოქვეყნება

კენჭისყრის დასრულების შემდეგ კომისია დამკვირვებლების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეულია, კომისია ადგენს ამის მიზეზს. თუ ლუქის მთლიანობა შემთხვევით დაირღვა, კომისია გახსნის ყუთს და შეუდგება ხმების დათვლას. მაგრამ თუ საარჩევნო ყუთის ლუქის დარღვევა არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს, კომისია დანიშნავს ხელახალ არჩევნებს.

თუ ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული, კომისია ხსნის საარჩევნო ყუთს და იწყებს ხმების დათვლას. თითოეული სუბიექტის ხმები ითვლება ცალ-ცალკე. კომისიის წევრები აჯამებენ თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების რაოდენობას და მონაცემები შეაქვთ შემაჯამებელ ოქმში.