ბათილი ბიულეტენები

შემაჯამებელ ოქმში ასევე შეაქვთ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.

ბიულეტენი ბათილია თუ:

  • ამომრჩეველი არ შემოხაზავს არც ერთ სუბიექტს;
  • ამომრჩეველი გადახაზავს ყველა სუბიექტს;
  • ამომრჩეველი შემოხაზავს ერთზე მეტ სუბიექტს;
  •  საარჩევნო ყუთში აღმოჩნდება სხვა კლასისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი.

შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მას დაუყოვნებლივ გამოაკრავენ სკოლის განცხადებების დაფაზე. შემაჯამებელი ოქმის გამოკვრისთანავე, გამარჯვებული კანდიდატი ითვლება კლასის წარმომადგენლად სკოლის თვითმმართველობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ერთზე მეტმა კანდიდატმა დააგროვა ხმათა  თანაბარი რაოდენობა, კომისია ამ კანდიდატების მონაწილეობით დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს არჩევნებიდან 1 ან 2 დღის შემდეგ, მაგრამ სწავლის დაწყებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.