კენჭისყრის ჩატარება

კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ საარჩევნო ყუთი ცარიელია და დალუქოს ყუთი. ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი თითო-თითოდ ან ორ-ორად შემოუშვებს ამომრჩევლებს კენჭისყრის ოთახში. კომისიის მდივანი/რეგისტრატორი იღებს ერთ ბიულეტენს, ხელს აწერს უკანა მხრიდან და გადასცემს ამომრჩეველს. ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას და შედის ფარული კენჭის ყრის კაბინაში. კაბინაში ამომრჩეველი შემოხაზავს მისთვის სასურველი კანდიდატის სახელს (დასაშვებია ყველა არა სასურველი კანდიდატის სახელის გადახაზვა და მხოლოდ ერთის დატოვება), გადაკეცავს ბიულეტენს და  ჩაუშვებს საარჩევნო ყუთში. ყუთთან დგას საარჩევნო ყუთის ზედამხედველი/კომისიის თავმჯდომარე და აკონტროლებს, რომ ამომრჩეველმა ყუთში ერთ ბიულეტენზე მეტი არ ჩაუშვას. ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს კენჭისყრის ოთახს.

იხილეთ კენჭისყრის ოთახის მოწყობის სქემა