საერთაშორისო გამოწვევები მოსწავლეთა თვითმმართველობებისათვის

თვითმმართველობებისათვის მოსწავლეების მიერ თვითმმართველობის რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილების გაზიარება. ამისათვის გვსურს, გაგიზიაროთ ევროპული გამოცდილება, კერძოდ, გაგაცნოთ ევროპის სკოლების მოსწავლეთა გაერთიანების საორგანიზაციო ბიუროს (OBESSU) საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს ევროპაში ეროვნული საშუალო განათლებისა და პროფესიული განათლების სკოლის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის საფუძველს. იგი დაარსდა 1975 წლის აპრილში ქ. დუბლინში, ირლანდიაში და აერთიანებს ევროპის 25-ზე მეტი ქვეყნის ეროვნულ ორგანიზაციას. გაერთიანების ყველა წევრი არის თავისუფალი, დემოკრატიული, წარმომადგენლობითი სკოლების მოსწავლეთა ორგანიზაცია.

ორგანიზაციის განაცხადში წერია, როგორც OBESSU -ს წევრები, ჩვენ ვდგავართ ერთად იმისათვის, რომ:

  •  წარმოვადგინოთ ევროპის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ხედვა;
  • დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ევროპაში;
  • გავაუმჯობესოთ პირობები საჯარო სკოლებში;
  • ასევე, ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეების თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას დისკრიმინაცია და უსამართლობა ევროპის სკოლებში.