სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის პრაქტიკული მაგალითი: მე, ბუნების პატარა მცველი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივითა და მონაწილეობით, სკოლის ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდა. დასუფთავდა და გამწვანდა სკოლის ეზო, ტერიტორიაზე დაიდგა ნაგვის ურნები და სკამები. მოსწავლეებმა შედეგიანად ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომელმაც სკოლას საჭირო რაოდენობის ნერგები, სკამები და ნაგვის ურნები გადასცა. შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე, დაინიშნა მანქანა, რომელსაც სოფლიდან დღესაც გააქვს ნარჩენები.