როგორ უნდა მოიქცეთ საპროექტო თემის შერჩევისას?
პირველყოვლისა, უნდა განსაზღვროთ თქვენი ინტერესის სფეროები. ამისთვის გადაიწერეთ და შეავსეთ კითხვარი - „აღწერეთ თქვენი ინტერესები“. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად ავსებს კითხვარს.
- რა არის თქვენი ჰობი?
- რომელი საგანი გიყვართ ყველაზე მეტად?
- ჩამოთვალეთ, რომელი უნარ-ჩვევები გაგაჩნიათ?
- რას გააუმჯობესებდით თქვენ ირგვლივ?
- რაზე ზრუნავთ სკოლაში, სამეზობლოში?
- რის გაკეთებას ისურვებდით მსოფლიოს გასაუმჯობესებლად?
- თქვენს თემში არსებულ რომელ პრობლემაზე გსურთ მეტი ინფორმაციის გაგება?
- როგორ ფიქრობთ, რას ისწავლით საკუთარ თავზე, თქვენს თემსა და სხვებზე?
კითხვარის შევსების შემდეგ თითოეული თქვენგანი გაიაზრებს, თუ რა ინტერესები გაგაჩნიათ და როგორ შეძლებთ თქვენი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებას თქვენივე ინტერესების დასაკმაყოფილებლად.