თემის გზამკვლევი

ამის შემდეგ უნდა შეადგინოთ „თემის გზამკვლევი“. რა არის თემის გზამკვლევი და როგორ უნდა შეადგინოთ იგი?

თემის გზამკვლევი არის ინფორმაციის კრებული თქვენს თემში არსებულ პრობლემებზე, რესურსებზე, მნიშვნელოვან ორგანიზაციებზე, პოტენციურ პარტნიორებზე.

„თემის გზამკვლევის” შედგენა საშუალებას მოგცემთ, გამოავლინოთ  თემში არსებული პრობლემები, საჭიროებები, ამ პრობლემით დაინტერესებული პირები, სავარაუდო პარტნიორები და, ზოგადად, ყველა არსებული რესურსი. შეადგინეთ თემში არსებული  ორგანიზაციებისასოციაციების, ინსტიტუციების ზოგადი ჩამონათვალი. შემდეგ გაიაზრეთ, რომელი მათგანი შეესაბამება თქვენს ინტერესებს. გაარკვიეთ, როგორ ითანამშრომლებთ პოტენციურ პარტნიორებთან.

ეს ეტაპი დაგეხმარებათ კვლევითი უნარჩვევების განვითარებაში. შესაძლებელია „თემის გზამკვლევის“ აზრობრივი რუკის შედგენა.