სკოლის დემოკრატიული მართვა

სკოლის დემოკრატიული მართვა მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. სკოლის დემოკრატიული მართვის სისტემა გულისხმობს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, თემისა და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის აქტიურ ჩართვას სკოლის ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ასევე, მართვის პროცესში მათთვის გარკვეული უფლებების მინიჭებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებშიც ათასობით სახელმწიფო თუ კერძო სკოლა უჭერს მხარს სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების არსებობას. მოსწავლეთა ჩართვა თვითმმართველობის პროცესებში ხელს უწყობს მოზარდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტია.