სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ - სოციალურ პროცესებშიც, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობაში. სკოლა ვალდებულია, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც არ შეზღუდავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების განვითარებასა და სოციუმში ინტეგრაციას. ამგვარ გარემოში სხვა მოსწავლეებიც გააცნობიერებენ, რომ არ არსებობს ორი მსგავსი/იდენტური შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომ ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან. მოსწავლეები განსხვავებულის პატივისცემასა და მათზე ზრუნვას ისწავლიან.