საბას შემთხვევა

ახალი სასწავლო წლის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდს 13 წლის საბას დედამ მიმართა. მშობელი ბავშვის სკოლაში ჩართვასთან დაკავშირებით მხარდაჭერას საჭიროებდა. 

საბას დაუნის სინდრომის დიაგნოზი, დამატებით კი, ალერგიული ბრონქიტი აღენიშნებოდა. იგი ბებიასთან და დედასთან ცხოვრობდა და ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. სკოლამდელ ასაკში, სამი წლის მანძილზე, საბა საბავშვო ბაღში დადიოდა, შემდეგ ერთი წელი მან კერძო სკოლაში, ერთი წელი კი - სპეციალიზებული პროფილის სკოლაში გაატარა. საბას რამდენიმე სპექტაკლში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რომლებიც თბილისის სხვადასხვა თეატრის სცენაზე დაიდგა. დღის ცენტრის გარდა საბა სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდა და მოსწავლეთა სასახლეში მხატვრული კითხვის წრეს ესწრებოდა.

საბასთვის სკოლაში ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად  მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეფასება განახორციელა.

იხილეთ გაგრძელება შემდეგ გვერდზე