შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელი სამედიცინო მოდელის წინააღმდეგ

სამედიცინო მოდელი - შეზღუდულ შესაძლებლობებს აღიქვამს რაიმე დაზიანებით, დაავადებით ან ავადმყოფობით გამოწვეულ მოვლენად, იგი პრობლემას ხედავს ადამიანში და „კორექციას“. გვთავაზობს ადამიანის სამედიცინო მოდელის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში ექსპერტები ექიმები და სამედიცინო სფეროს მუშაკები არიან.

სოციალური მოდელი - შეზღუდულ შესაძლებლობებს აღიქვამს გარემოში არსებულ ბარიერებად. მაგალითად, ეტლის მომხმარებელი მოზარდისთვის განათლების მიღება იზღუდება არა მისი ეტლის საჭიროების გამო, არამედ იმიტომ, რომ მისთვის მიუწვდომელია ინფორმაცია, ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულება. თუმცა, სოციალური მოდელი არ გამორიცხავს სამედიცინო დახმარების მიღებას. სოციალური მოდელი გულისხმობს, რომ უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში. სოციალური მოდელისათვის ექსპერტი თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომლის ჩართულობის გარეშეც არ უნდა გადაწყდეს მასთან დაკავშირებული არც ერთი საკითხი.