შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მსოფლიო მოსახლეობის 15%-ს წარმოადგენენ. დიდი ხნის განმავლობაში ამ ადამიანების დისკრიმინაცია და ჩაგვრა ასევე სტერეოტიპული შეხედულებების გამო ხდებოდა. ისინი იზოლირებული იყვნენ საზოგადოებისგან, რადგან საზოგადოებას უჭირდა განსხვავებულის მიღება და ცდილობდა, მათი გარიყვა სამედიცინო მიზეზებით დაესაბუთებინა. თუმცა, ადამიანის უფლებების განვითარებასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებული მითებიც დაიმსხვრა და დღეს ისინი თანასწორ მოქალაქეებს წარმოადგენენ.
მითი: შეზღუდული შესაძლებლობა ნიშნავს დაავადებულ ადამიანს და მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის განცდა შეიძლება გაგვიჩნდეს. ისინი უნდა ცხოვრობდნენ საზოგადოებისგან ცალკე, დახურულ დაწესებულებებში და მხოლოდ საქველმოქმედო აქციების დროს მოინახულონ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ყოველთვის სხვისი დახმარების იმედზე უნდა იყვნენ.
რეალობა: შეზღუდული შესაძლებლობების ქონა არ ნიშნავს დაავადებას. უფრო მეტიც, შეზღუდული შესაძლებლობები ხშირად იმ გარემო-ბარიერების შედეგია, რომლებიც მათ ხელს უშლის საზოგადოების ცხოვრებაში ჩაერთონ. არაადაპტირებული ტრანსპორტი, ხელმიუწვდომელი შენობები და საგანმანათლებლო თუ სოციალური პროგრამები მათ არ აძლევს საშუალებას, სხვებთან თანასწორად იცხოვრონ.
რეალობა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ამ ქვეყნის თანასწორი მოქალაქეები არიან და ისინი სხვა მოქალაქეების მსგავსად საზოგადოებაში უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი. მათი გარიყვა და იზოლაცია არ შეიძლება.
რეალობა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სიბრალულის განცდა ისეთივე მიუღებელია, როგორც - ჩაგვრა. ისინი არ ითხოვენ რაიმე სახის უპირატესობას. გარემო ბარიერების შეცვლა და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მათი კონსტიტუციური უფლებაა.