პროექტის შესრულების განრიგი

საპროექტო წინადადებას თან უნდა ახლდეს პროექტის შესრულების განრიგი. ის უნდა მოიცავდეს პროექტის დროში განაწილებულ გეგმას. მასში ეტაპებად უნდა აისახოს პროექტის განხორციელებისთვის ჩასატარებელი საქმიანობა, განაწილებული თვეების (დღეების, კვირების, კვარტალების და ა.შ.) მიხედვით, თქვენი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. დროის ტაბულა ძალზე მოხერხებულია ვადების საჩვენებლად. მაშინ, როდესაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა რამ არის დაგეგმილი, მასზე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ და გასაგებად გამოისახოს. ტაბულა იმითაცაა ხელსაყრელი, რომ მოვლენათა თანმიმდევრობას ასახავს იმ შემთხვევაშიც, თუ დაფინანსებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმაზე გვიან მიიღებთ, ვიდრე ვარაუდობდით.

იხ. სურათი