პროექტის აღწერა

  1.  პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები – კონკრეტულად აღწერეთ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვინ, რას, სად და როდის შეასრულებს. აგრეთვე, სასურველია მიუთითოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენ მიერ განხორციელებულმა პროექტმა ამა თუ იმ სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.
  2. საჭიროებების/პრობლემების აღწერა –დეტალურად აღწერეთ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრისკენაც არის მიმართული თქვენი პროექტი;
  3. განხორციელების გზები/დაგეგმილი ღონისძიებები – რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად;
  4. პროექტის ბენეფიციარები – ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები? ჩამოთვალეთ ბენეფიციარების რაოდენობა ცალ-ცალკე (მაგ., პედაგოგები – 20; მოსწავლეები – 100; მშობლები – 70);
  5. პროექტის რისკები – ჩამოთვალეთ ის შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას;
  6. პროექტის მდგრადობა – აღწერეთ პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ.