სკოლის თვითმმართველობა

სკოლის თვითმმართველობა არის სკოლის დემოკრატიული მართვის სისტემა, რომელშიც ჩართულნი არიან მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, თემისა და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. სკოლის თვითმმართველობის საკითხი აქტუალურია ზოგადი განათლების სფეროში მართვის სისტემის დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის პროცესში.

პირველ რიგში, განვიხილოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის თემა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.