თქვენ მიერ პროექტის I ეტაპზე გამოკვეთილი პრობლემებიდან გამოყავით საკითხები, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტია (მაგალითად, ეკონომიკის განვითარება არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობა, ხოლო გზების შეკეთება და სასმელი წყლით მომარაგება - არის). ამას გარდა იფიქრეთ, თუ კიდევ ვინ და რა სტრუქტურები შეიძლება გამოგადგეთ მოკავშირედ აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესში (თქვენს დასახლებაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიზნესმენი და ა.შ.).