წყარო 3: საქართველოს ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

(2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით)


ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, შექმნისა და საქმიანობის წესებს, ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და სხვა იურიდიულ პირებთან, აგრეთვე, თვითმმართველობის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წესებს.


კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს მიიღო და მან ადრე მოქმედი კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ჩაანაცვლა. კოდექსმა გააერთიანა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონები („საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ და ა.შ.) და შემოიტანა რიგი სიახლეებისა, რაც მიმართულია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისკენ მისთვის დამატებითი უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემის გზით. 


გაგრძელება