დავალება 3

ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუხსნია. ერთი მწერალი ამბობს: „ისტორია ამტკიცებს, რომ თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს: ინგლისშიაც, საცა დიდკაცობაა ყოველის წყობის საფუძველი, ამერიკაშიაც, საცა განუსაზღვრელი თანასწორობაა მიღებული სახელმწიფოს ქვაკუთხედადა. ერთნაირის სიკეთით და მადლით მოქმედებს და თავსდება იქაც, საცა იმისთანა პატარა ქვეყანაა, როგორც შვეიცარია (739 ოთხკუთხი მილია) და იქაცა, საცა იმისთანა უზარმაზარი უდაბნო მინდვრებია, როგორც ჩრდილოამერიკაში. იქაც კეთილადგანწყობილი და შეთვისებულია, საცა იმისთანა სახელოვანი განათლებაა, როგორც ლონდონში და იქაცა, საცა იმისთანა გაუნათლებელი ხალხია, როგორც კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისის კოლონიებში.


თუმცა ესეა, მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო - საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო... ამ თვითმმართველობის დადგენისათვის ყველაზედ ძნელი იმ ზომის პოვნაა, რომლითაც საერთო სახელმწიფო საჭიროების საქმენი მიეზომება ხოლმე სახელმწიფოს მთავრობასა, და საზოგადოებრივი კი - ადგილობრივ საზოგადოებასა. ამ ორთა შუა ნამდვილის საზღვარის პოვნაც ძნელია, იმიტომ - რომ თვით ბუნებითად ამ ორივე საჭიროების ძაფები ერთი-ერთმანეთში ჩართულ და გადაბმულ არიან, თუ ყოველსფერში არა, ბევრში მაინცა. მაგრამ თვითმმართველობის საქებარად ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ აქ გადამეტებულსა, თუ არ სარგებლობა, ისეთი ვნება მაინც არ მოსდევს, როგორც მას, როცა სახელმწიფოს - მთავრობას გადამეტებულის ზომით დაუჭერია ცხოვრებაში ადგილი...
 

თვითმმართველობას მოაქვს ადამიანებისთვის. თვითმმართველობა ყველა ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს ხალხის საჭიროებებს მიუხედავად ზომისა და .

13/17