დავალება 1

ერთი - იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე - სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა სწამს ხვალე. ერთი - სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე - სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის „ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო“, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. რაც სხვისაა - ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია - ეგ ჩემი უფლებაა.
 

რა მიაჩნია ილიას შოტლანდიელის წარმატების მიზეზად:

ილიას აზრით, რა სჭირდება ხალხთა კეთილდღეობას?

რა მიაჩნია ილიას სპარსელის წარუმატებლობის მიზეზად?

11/17