დავალება 2

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი:

გაკვეთილების შემდეგ ლაშა, დათო, მიშო და კიდევ რამდენიმე ბიჭი კალათბურთის სათამაშოდ დარჩნენ სკოლაში. თეონა და ნინოც მათთან ერთად იყვნენ, ასევე, ანრიც – ცომი (ასე ეძახდნენ მას კლასში მეგობრები). ყველამ გამოთქვა თამაშის სურვილი. ლაშამ ანრის გახედა და გასძახა:

– მოუქნელი და მსუქანა ხარ!

– მაგას ჯობია, იმ ბიჭს დავუძახოთ, მაღალია!

– რომელს? – იკითხა დათომ.

– აი, ახალი რომ არის, ჭორფლიანი. მგონი გოგიტა ჰქვია, არა, რიჟა ჯობია, უფრო შეეფერება, – უპასუხა ლაშამ.

– თქვენ გვიყურეთ გოგოებო, კალათბურთი თქვენი საქმე არ არის.

ანრის უნდოდა კალათბურთის თამაში, მაგრამ მოშორებით იდგა და ხმას არ იღებდა.

 

მონიშნეთ დისკრიმინაციული გამონათქვამები

თავი წარმოიდგინეთ ანრის ადგილზე, რას იგრძნობთ? მონიშნეთ 2 სწორი პასუხი

ბულინგის რომელი სახეებია ნაჩვენები სიტუაციაში?

24/29