მესამე საფეხურის აღწერა:
პროექტზე მუშაობის მესამე საფეხურზე მთელმა კლასმა უნდა იმუშაოთ შერჩეული პრობლემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაზე. ფაქტობრივად, უნდა ჩაატაროთ მცირე მასშტაბის კვლევა. ღირებული ინფორმაციის მოსაძიებლად ქვემოთ ჩამოთვლილი საინფორმაციო საშუალებებიდან შეარჩიეთ მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ კვლევაში ყველა საინფორმაციო წყაროს ჩართვა შეძლოთ, ისევ დაიყავით ჯგუფებად და თითოეულმა ჯგუფმა საკვლევად შეარჩიეთ განსხვავებული საინფორმაციო წყარო. მიღებული ინფორმაციის ჩასანიშნად გამოგადგებათ პროექტის პირველ საფეხურზე (იხილეთ გვ.19-21 ამ ბმულზე ) მოცემული კითხვარები, ასევე, ქვემოთ მოცემული პუბლიკაციებიდან, წერილებიდან და ინტერვიუებიდან ამოკრებილი ინფორმაციის დოკუმენტირების ფორმა. თუ პრობლემის შესახებ ღირებული ინფორმაციის მოწოდება შეუძლია რომელიმე კერძო პირს, შეგიძლიათ იგი სტუმრის სტატუსით მოიწვიოთ კლასში.
ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე – სატელეფონო და წერილობით საუბრითაც.
საინფორმაციო საშუალებები:
1. ბიბლიოთეკები;
2. ბეჭდური მედია;
3. პროფესორ-მასწავლებლები;
4. ადვოკატები და მოსამართლეები;
5. თემში არსებული ორგანიზაციები და ინტერესთა ჯგუფები;
6. საკანონმდებლო სტრუქტურები;
7. ადმინისტრაციული სააგენტოები;
8. ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები.
პუბლიკაციებიდან, წერილებიდან და ინტერვიუებიდან ამოკრებილი ინფორმაციის დოკუმენტირების ფორმა იხილეთ ამ ბმულზე გვ. 50-52