ღია შეკითხვა:

`სასურველი თანამგზავრი~

წარმოიდგინეთ, რომ მატარებლით მოგზაურობთ. თქვენ წინაშეა სავარაუდო მგზავრების სია. არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, აღნიშნული სიიდან რომელ სამ თანამგზავრთან არჩევდით მოგზაურობას? დაასაბუთეთ, რატომ?

პოტენციური მგზავრების სია:

  •  ბოშა;
  • პანკი;
  • ახალგაზრდა მამაკაცი, აივ-ინფიცირებული;
  • ღარიბულად ჩაცმული ქალი, პატარა ბავშვით;
  • შავკანიანი სტუდენტი;
  • მოზარდი, ნარკომანის გარეგნობით;
  • გათავისუფლებული პატიმარი;
  • ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ინდიელი;
  • პოლიციელი;
  • ეტლში მჯდარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი;
  • ჩინელი, რომელიც უცნაური და უსიამოვნო სუნის მქონე საჭმელს მიირთმევს;
  • გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი.

უპასუხეთ კითხვებს:

 

რა გრძნობები დაგეუფლათ ამ დავალების შესრულებისას?

ადვილი იყო არჩევანის გაკეთება? რატომ?

რით იყო გამოწვეული აღნიშნული უპირატესობა?

რა მიზეზების გამო არ შეარჩიეთ ამ სიიდან რომელიმე ადამიანი? რამ შეგიშალათ ხელი არჩევანის გაკეთებაში?

რომელმა შეხედულებებმა შეგიშალათ ხელი, გაგეკეთებინათ თავისუფალი არჩევანი?

რამდენად შეესაბამება თქვენი შეხედულებები სინამდვილეს? ამ სიაში ყველას აქვს ეს თვისებები?

ინსტრუქცია

შეავსეთ კითხვებზე პასუხი. რესურსის შეფასება მოხდება მასწავლებლის მიერ.
20/29