რევაზ ინანიშვილი მე-20 საუკუნის ქართველი მწერალია. მას კინორეჟისორი და მწერლის ახლო მეგობარი რეზო ესაძე თავის მოგონებებში „უბრალო“კაცს უწოდებს. მართლაც, რეზო ინანიშვილი გახლდათ პირადი ცხოვრებით შეუმჩნეველი დიდი ნოველისტი. მისი „ადვილი“სიტყვა არსებულ რეალობას მისთვის დამახასიათებელი სიზუსტით, სითბოთი და სიყვარულით გვიზიარებს ცხოვრებისეულ მოთხრობებში. მოთხრობა „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. მასში გადმოცემულია, თუ როგორ ითელება ადამიანის ღირსება და როგორ იზღუდება პიროვნების თავისუფლება ტოტალიტარულ სახელმწიფოში.
წაიკითხეთ სრულად