მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკური მოწყობა დღეს

როგორც ხედავთ, 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილი დემოკრატიული და ნაწილობრივ დემოკრატიულია. თითქმის ყველა ევროპული საზოგადოება დემოკრატიულად ითვლება, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დემოკრატიული ღირებულება დაცულია; ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებში იგულისხმება ქვეყნები, სადაც ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები შეზღუდულია. „თავისუფლების სახლის“ ბოლო წლის მონაცემებით, 60 ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი დაეცა და მხოლოდ 25 ქვეყანაში გაუმჯობესდა. მსოფლიოს მოსახლეობის 38% დღესდღეობით თავისუფალ ქვეყანაში არ ცხოვრობს. კვლავ არსებობენ დიქტატორული რეჟიმები.