მოხალისეების გარდა, პრობლემის გადაჭრაში საჭირო ხდება იმ ორგანიზაციების ჩართვა, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ასევე საჭიროა იმ პირების ჩართვა, რომლებსაც თანამდებობრივად აქვთ მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილებანი და შეუძლიათ დახმარების გაწევა კონკრეტული იდეის განხორციელებისას. თანამონაწილეთა არჩევისას პიროვნულ თვისებებსაც აქვს მნიშვნელობა. გასათვალისწინებელია მათი პასუხისმგებლობის გრძნობა, ცოდნა, ლოგიკური აზროვნების უნარი, ხასიათი და ა.შ.
ამრიგად, თანამშრომლობისათვის პარტნიორს ირჩევ:
- ინტერესების მიხედვით;
- უნარის მიხედვით;
- უფლებამოსილების მიხედვით;
- პიროვნული თვისებების მიხედვით და ა.შ
იხილეთ სრულად