პარტნიორებისა და მხარდამჭერების განსაზღვრის შემდეგ, კლუბის წევრები უნდა გადავიდნენ უშუალო ქმედებებზე:
- პოტენციურ პარტნიორს/გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კლუბის წევრებმა უნდა მიმართონ წერილობით და/ან პირადად შეხვდნენ. ორივე შემთხვევაში, უნდა იყვნენ კონკრეტულები და ლაკონურები. ზუსტად უნდა აღწერონ პრობლემა და რა მხარდაჭერის მოლოდინი/მოთხოვნა (მაგ: თანხა, რესურსები, ტექნიკური საშუალებები და ა.შ.) აქვთ კონკრეტულ შემთხვევაში. მიმართვა უნდა მომზადდეს და შეხვედრები განხორციელდეს კლუბის მეურვის ჩართულობით;
- კლუბის წევრებმა უნდა დაგეგმონ შეხვედრა და მოემზადონ მისთვის;
- ყურადღებით უნდა შეარჩიონ ფინანსური სახსრების მოთხოვნის ფორმა და ტაქტიკა;
- სამომავლო გეგმები უნდა დასახონ მხარდამჭერთან ერთად;