ყურადღებით წაიკითხეთ პრაქტიკული მაგალითი და ტექსტის შემდეგ ჩამოთვლილი მოქმედი პირები ჩასვით ცხრილში სათანადო ადგილას
პრაქტიკული მაგალითი
თბილისის გლდანინაძალადევის რაიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები, პედაგოგები და თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები გლდანის გამგეობის მუხიანის განყოფილების მთავარ სპეციალისტსა და უბნის სამსახურის უფროსს შეხვდნენ. მოსწავლეებმა გამგეობის თანამშრომლებს კლუბების საქმიანობა გააცნეს და, ასევე, გლდანის რაიონის სხვადასხვა პრობლემა განიხილეს, როგორიცაა სკვერებისა და ბაღების მოწესრიგება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს დაცვა, პანდუსების გაკეთება საზოგადოებრივ ადგილებში და გლდანის რაიონში ქუჩების დასახელებისა და მიმართულების აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება.
გლდანის გამგეობის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ითანამშრომლონ მოსწავლეებთან და დახმარება გაუწიონ ინიციატივების განხორციელებაში, შუამდგომლობა გაუწიონ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩაუტარებენ ტრენინგებს მათთვის საინტერესო თემებზე და, მოხალისეობრივ საწყისებზე, თავადაც მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქციაში.
- გლდანის გამგეობის მუხიანის განყოფილების მთავარი სპეციალისტი და უბნის სამსახურის უფროსი
- ორგანიზაციები, რომლებიც ჩაუტარებენ ტრენინგებს მათთვის საინტერესო თემებზე
- სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები, პედაგოგები და თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები