თანამშრომლობისთვის პარტნიორი/პარტნიორები უნდა შეირჩეს:
- ინტერესების მიხედვით (ხომ არ გააჩნია რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით);
- უნარის მიხედვით (აქვს შესაძლებლობა, ცოდნა, გამოცდილება, უნარი, ჩაერთოს პრობლემის გადაჭრაში, არის კომპეტენტური პირი, ექსპერტი ამ პრობლემასთან დაკავშირებით);
- უფლებამოსილების მიხედვით (უშუალოდ ეხება თემის პრობლემები, აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა ფინანსურ თუ სხვა გადაწყვეტილებებში);
- პიროვნული თვისებების მიხედვით (ლიდერობა, კომპეტენტურობა, სანდოობა, კომუნიკაბელურობა).
პარტნიორების შერჩევისათვის წინასწარ უნდა განისაზღვროს:
პრობლემა (პრობლემები ოჯახში, სკოლაში, სოფელში, დაბაში, ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში, უცხო ქვეყანაში, გლობალური პრობლემები), რომელსაც სამოქალაქო კლუბის წევრები გადაჭრიან.
დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი ან ინდივიდი:
- რომელსაც გააჩნია რაიმე მოთხოვნა მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით;
- გააჩნია სამსახურებრივი უფლებამოსილება მოცემული პრობლემის გადასაჭრელად, ან მოცემული პრობლემის გადაჭრა შედის მის სამსახურებრივ მოვალეობებში;
- რომელიც არის მომსახურების მიმღები ან მიმწოდებელი;
- რომელსაც უშუალოდ ეხება თემში მიმდინარე მოვლენები.