ელექტრონული პორტფოლიო

ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება აადვილებს ინფორმაციის გაზიარებისა და გავრცელების პროცესს. სურვილის შემთხვევაში, მასალის გაზიარება შეგვიძლია უფრო დიდი ჯგუფისათვის, ვიდრე ამას უშუალო შეხვედრისას შევძლებდით. ამავე დროს, ინტერნეტ სივრცე გვთავაზობს ონლაინ დისკუსიების, გამოკითხვების საშუალებასაც, რაც მიღებული შედეგების შესამოწმებლად, გასაზომადაც გამოგვადგება.

პროექტზე მუშაობის დროს  ხშირად დაგჭირდებათ სხვადასხვა ტიპის ანკეტისა თუ კითხვარის შექმნა, უკუკავშირის მიღება და შედეგების ანალიზი, რაც, საბოლოოდ, თქვენი პორტფოლიოს ნაწილად იქცევა.

ამ საქმიანობის გასაადვილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ე. წ. google-ის ფორმები, რომლებიც გთავაზობთ მზა ჩარჩოებს თქვენთვის საინტერესო შინაარსისათვის. დეტალური ინსტრუქციებისათვის მიმართეთ მოცემულ ბმულს:

გვერდის ვიზუალი