ინფორმაციის თავმოყრა და გააზრება

პროექტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებით პროექტი არ მთავრდება. წინ კიდევ მნიშვნელოვანი საქმიანობა გელით... მართალია, თქვენ უკვე შეასრულეთ ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაგეგმეთ, მაგრამ სანამ მიღებულ შედეგებს სხვებს გაუზიარებდეთ, საჭიროა, მათი თავმოყრა, ორგანიზება და რეფლექსია, ანუ გააზრება.

იმისათვის, რომ თქვენ მიერ შესრულებული საქმიანობის სხვებისათვის გაზიარება გაგიადვილდეთ, სასურველია, პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე იზრუნოთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოების ამსახველი მასალის მოგროვებაზე. ეს მასალა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის:

ფოტო, ვიდეო, აუდიო, წერილობითი, ნახატი, ნივთი, კითხვარები, ინტერვიუები, პოსტერები, წერილები, განცხადებები, აფიშები, გადახდის ჩეკები და სხვა

 

გვერდის ვიზუალი