მოსწავლეებმა, რომელთაც სურთ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში არჩევა, არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე რეგისტრაცია უნდა გაიარონ საკუთარი კლასის დამრიგებელთან, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სკოლის დირექტორთან.
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.