პედაგოგიური საბჭოს არჩევა

პედაგოგიური საბჭოს დონეზე არჩევნები არ ტარდება მისი წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად, რამეთუ მის შემადგენლობაში სკოლის ყველა პედაგოგი შედის. პედაგოგები, ერთი მხრივ, ირჩევენ თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში და, ასევე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით ირჩევენ პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელს – პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს.

არჩევნების პროცესში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით, ხოლო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. არჩევნების, ისევე როგორც საბჭოს ნებისმიერი სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.