დავალება 4

პროექტზე გუნდური/ჯგუფური მუშაობისას, წევრებმა გამოიყენეს SWOT ანალიზის მეთოდი და შეავსეს ცხრილი. სცადეთ შეუსაბამოდ ქვემოთ მოცემული მოსაზრებებს შემდეგი მახასიათებლები: ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები, საფრთხეები.

ჯგუფის წევრებს სხვადასხვა კონკრეტული უნარები აქვს.

გვყავს ტექნოლოგიებში კარგად გარკვეული წევრი,

კარგი მკვლევარი

ჯგუფის წევრი, რომელსაც კარგად წერა ეხერხება.

ყველას კარგად გვაქვს გააზრებული პროექტის მიზანი და მოთხოვნები. რამდენიმე ჩვენთაგანს უკვე აქვს ერთად მუშაობის გამოცდილება წარსულში.

ჯგუფის რამდენიმე წევრი არ არის დარწმუნებული წარმატებაში.

ჯგუფის 2 წევრს არ აქვს მუდმივი წვდომა კომპიუტერზე.

ჯგუფის რამდენიმე წევრი არ იცნობს ერთმანეთს.

ბიბლიოთეკაში გამოგვიყვეს ადგილი შეკრებებისა და მუშაობისთვის.

ყველა ვთანხმდებით, რომ პროექტის ერთად განხორციელება კარგი გამოცდილება იქნება და შეგვძენს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

შეიძლება ვერ შევთანხმდეთ თუ როგორ წარვმართოთ მუშაობა.

შეიძლება რთული აღმოჩნდეს რეგულარული შეხვედრებისთვის დროის გამოყოფა.

19/20