წაიკითხეთ იგავარაკი და გაეცით პასუხები შეკითხვებს:
იგავ-არაკი „რამდენი ადამიანი იყო აბანოში“
ქსენოფმა აბანოში წასვლა გადაწყვიტა და ეზოპეს უთხრა: წადი და ნახე, აბანოში ბევრი ხალხია თუ არაო.
დაბრუნდა ეზოპე და უთხრა: მივედი და იქ ერთადერთი ადამიანი ვნახეო.
ქსენოფს გაუხარდა, წავიდა აბანოში და რას ხედავს?! იქაურობა სავსეა ხალხით.
დაბრუნდა და ეზოპეს უსაყვედურა, – რატომ მომატყუეო.
– ტყუილი ნამდვილად არ მითქვამს. აბანოს წინ ქვა ეგდო. ვინც კი გამოიარა, ყველამ ფეხი წამოჰკრა, ყურადღება არავინ მიაქცია და გზა განაგრძო. მხოლოდ ერთი კაცი მოიქცა სხვაგვარად: ქვას ფეხი რომ წამოჰკრა, აიღო და გადააგდო. ჰოდა, მეც ამიტომ ვიფიქრე, აქ ხალხი ბევრია, მაგრამ ადამიანი მხოლოდ ეს ერთი კაცია-მეთქი.