დავალება 3

გაეცანით სიტუაციურ მაგალითს  და მონიშნეთ სწორი პასუხი კითხვებზე (ერთარჩევითპასუხიანი)

გამოხატვის უფლება

მოსწავლემ მობილურით გადაიღო კლასში შესვენების დროს მომხდარი ძალადობა – უწყინარი ჭიდაობის დროს დაზიანდა რამდენიმე მერხი. ეს მასალა მოსწავლემ განათავსა პოპულარულ ვებგვერდზე, სადაც მიუთითა სკოლის დასახელება. მასალა სკოლის წარმომადგენლებმა ნახეს, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. პროცესში ჩართული პედაგოგები მოსწავლის დასჯას მოითხოვდნენ, რამეთუ, მათი აზრით, მოსწავლემ სკოლის ავტორიტეტი შელახა. იგივე პოზიცია გაიზიარეს კლასის მშობლებმა.

სკოლის დირექცია გაეცნო შექმნილ ვითარებას და მიიჩნია, რომ მოსწავლის მხრიდან რაიმე არამართლზომიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რასაც არ დაეთანხმა მასწავლებლების ერთი ჯგუფი და საკითხი შესასწავლად სამეურვეო საბჭოს წინაშე დააყენა.

 

მოსწავლის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის დარღვევას?

პროცესში ჩართული პედაგოგები და მშობლები მოსწავლის დასჯას მოითხოვდნენ, რამეთუ, საკითხს მიუდგნენ:

16/19