ინტერესთა კონფლიქტი და ნეპოტიზმი (გაგრძელება)

  • სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი; 
  • სამეურვეო საბჭოში, როგორც მოსწავლის მშობელი, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ამავე სკოლასთან აქვს შრომითი ურთიერთობა;
  • საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა, მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი (ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს);
  • საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში;
  • საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში.