საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

1991 წელს საქართველომ, დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი საჯაროდ გამოხატა. დემოკრატიის დამკვიდრება ახალი ქართული სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანად რჩება კვლავაც. 

იმავე წელს საქართველოში პირველი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ეს იყო დეცენტრალიზაციის პროცესის დასაწყისი და ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების პირველი მცდელობა. მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ფუნქციონირება ვერ მოახერხეს.