თვითმმართველობის თანამედროვე გამოცდილება

დასავლეთის ქვეყნებში თვითმმართველობის თანამედროვე სისტემებსა და სახელმწიფოს დემოკრატიულ მოწყობას საფუძველი შუა საუკუნეებში ეყრება და საბოლოოდ XIX საუკუნეში ყალიბდება. ამასთანავე, ყოველ ცალკეულ სახელმწიფოში ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთობის განსხვავებული მოდელები ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი მართვის სტრუქტურების ფორმირება ამ ქვეყნებში ადგილობრივი, ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების გავლენით მოხდა, რამაც საზოგადოებრივი მოდელებისა და მექანიზმების მრავალფეროვნება გამოიწვია - ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ფართო უფლებების მინიჭებით (მაქსიმალური დეცენტრალიზაცია) დაწყებული, ნაკლებად დეცენტრალიზებული (შედარებით ცენტრალიზებული) სისტემის არსებობით დამთავრებული. პირველს რიგი ანგლოსაქსური ქვეყნები (აშშ, კანადა და ა.შ.) და შვეიცარია შეიძლება მივაკუთვნოთ, ხოლო მეორეს - საფრანგეთი.

იხილეთ სრულად