შემაჯამებელი დავალებები

შეასრულეთ მოცემული დავალება, რათა განიმტკიცოთ მიღებული ცოდნა. 

 

მეთერთმეტეკლასელებს ისტორიის მასწავლებელმა დაავალა ზეპირი ისტორიის პროექტის შესრულება ქალაქში არსებული წინა საუკუნეში დაარსებული მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის შექმნის შესახებ. ინტერვიუს ჩასაწერად, მოსწავლეებმა მისი დაარსების ისტორიის შესასწავლად მოხუცებულთა თავშესაფარში მიაკითხეს მის ერთ-ერთ ღვაწლმოსილ ყოფილ თანამშრომელს. მასთან საუბრის დროს, ახალგაზრდები თანაგრძნობით განიმსჭვალნენ მარტოხელა მოხუცების მდგომარეობის მიმართ . ვიზიტის შემდეგ, იმსჯელეს იმაზე თუ რა იყო მოსაგვარებელი თავშესაფარში და რისი გაუმჯობესება იყო აუცილებელი დაუყოვნებლივ. მოახერხეს მთავარი პრობლემის ამოცნობა . იმსჯელეს, რა ნაბიჯები იქნებოდა ყველაზე გონივრული, საღ აზრს დაფუძნებული . გადაწყვიტეს, სკოლასა და თემში სურსათისა და წამლების შეგროვება და თავშესაფარში მიტანა. ისიც იფიქრეს, რომ ერთჯერადი აქცია პრობლემას ვერ მოაგვარებდა, ამიტომ საკუთარი საქმიანობა პრობლემის  საფუძვლიანი მოგვარებისკენ მიმართეს , და  ადგილობრივ გამგეობასთან კავშირის დამყარებასა და მათთვის საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას შეეცადნენ .

9/10